ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ პოლონეთს ყოველდღიურად 1 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ პოლონეთს ყოველდღიურად, ჯარიმის სახით, 1 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული სადამსჯელო ზომა ძალაში მანამდე დარჩება, სანამ ვარშავა არ დათანხმდება შეასრულოს ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ივლისში გამოქვეყნებული განჩინება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დისციპლინური პალატის უფლებამოსილების დაუყონებლივ შეჩერებას ითვალისწინებს.

სარჩელი პოლონეთის წინააღმდეგ ევროკომისიამ შეიტანა, რომელიც პალატას განიხილავს, როგორც საფრთხეს ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, თუმცა, პოლონეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ის კომუნისტური რეჟიმის ნაშთების აღმოსაფხვრელად აუცილებელი ინსტრუმენტია. ყოველდღიური ჯარიმები გამოიქვითება იმ თანხიდან, რომლებსაც პოლონეთი ევროკავშირისგან პერიოდულად იღებს.

ცნობისთვის, პოლონეთმა ევროკავშირისგან 2020 წელს 18 მილიარდ ევროზე მეტი მიიღო.