დავით ნარმანია: სოლოლაკის ქედზე სამუშაოები არ მიმდინარეობს

სოლოლაკის ქედზე სამუშაოები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც სოლოლაკის ქედზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო.

"როგორც ჩვენ გადავამოწმეთ, სოლოლაკის ქედზე ჯერჯერობით სამუშაოები არ მიმდინარეობს. ზედამხედველობის სამსახურმა გადაამოწმა შესაბამის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა თუ არა სამუშაოები და არ დადასტურდა, თუმცა მათ აქვთ შესაბამისი უფლება იმისა, რომ გარკვეული სამუშაოები უკვე დაიწყონ, მაგრამ გუშინდელი დღის მდგომარეობით, სამუშაოები დაწყებული არ არის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელების მიზნით, სოლოლაკის ქედს რეკრეაციული ზონის სტატუსი მოეხსნა.