ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 3 000 ახალ სახლს ააშენებს, სადაც ებრაული ოჯახები დასახლდებიან

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 3 000 ახალი სახლი აშენდება, სადაც ებრაული ოჯახები დასახლდებიან.

ქვეყნის დაგეგმვის კომიტეტმა საბოლოოდ დაამტკიცა კიდევ 1800-მდე სახლის მშენებლობა, მაშინ როდესაც პირველი გეგმის მიხედვით 1 344 სახლი უნდა აშენებულიყო. ისრაელის განცხადებას ექსპანსიასა და აგრესიულ ქმედებას უწოდებს დასავლეთ სანაპიროს ხელისუფლება. ამჟამად დასავლეთ სანაპიროს 145-ზე მეტ დასახლებაში 600 000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. დასავლეთ სანაპიროში ისრაელის მიერ ახალი დასახლებების აშენებას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აკრიტიკებს.

თეთრი სახლის თქმით, დასახლებები ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტს კიდევ უფრო გააღრმავებს.