სასამართლო დავის შემდეგ დაკარგული მილიარდები - რატომ იკლებს Twitter - ის მოგება

Twitter-მა ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა, მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესის მოსაგვარებლად სექტემბრამდე, სამ თვეში 809.5 მილიონი დოლარი ხანგრძლივი სასამართლო დავის მოსაგვარებლად გადაიხადა.

სოციალური მედიის გიგანტი 2015 წელს დაადანაშაულეს ინვესტორების შეცდომაში შეყვანის გამო. სარჩელში ნათქვამია, რომ Twitter-მა ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ინვესტორებს, თვიურად პლატფორმაზე აქტიური მომხმარებლების რაოდენობის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ Twitter - მა მოსარჩელე მხარის ბრალდება უარყო, ის მაინც დათანხმა ფულადი რესურსის გამოყენებას პრობლემის მოსაგვარებლად, რამაც კომპანიის ზარალი მესამე კვარტალში 537 მილიონი დოლარი (390 მილიონი ფუნტი) შეადგინა.

უნდა აღინიშოს, რომ Twitter-მა, დაკისრებული ფულადი გადასახადის მიუხედავად, Snap- ისა Facebook- გან განსხვავებით, თავის არიდება შეძლო Apple-ის კონფიდენციალურობის ცვლილებების ზემოქმედებისგან, რომელიც ხელს უშლის ციფრული რეკლამის განმთავსებლებს iPhone-ის მომხმარებლების თანხმობის გარეშე თვალყურის დევნებაზე. ამან კი მისი კვარტალური შემოსავალი 37%-ით, ხოლო აქციები 3%-ით გაზარდა.

მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა ნედ სეგალმა ანალიტიკოსებთან თქვა, რომ პლატფორმა აფართოებს მიზნობრივ სარეკლამო ბიზნესს, სხადასხვა თემების დანერგვით.

”ეს დიდი შესაძლებლობაა, რომელიც ჩვენს წინაშეა”, - თქვა მან.

ქრისტინე კაპანაძე