მესტიაში სათხილამურო საბაგირო აღდგენილია

მესტიაში რამდენიმე დღიანი შეფერხების შემდეგ სათხილამურო საბაგირო აღდგენილია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბაგირო ხაზი სრული დატვირთვით მუშაობს. მათივე ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კორორტზე საბაგირო ხაზი დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:30 საათამდე ფუნქციონირებს. ამ დროისთვის სვანეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ტურისტი იმყოფება. დიდთოვლობის მიუხედავად ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებული არ არის და ტურისტებს უშგულის მონახულების საშუალებაც აქვთ.