კიმ ჩენ ინი მოქალაქეებს 2025 წლამდე "ქამრების შემოჭერისკენ" და ნაკლები საკვების მიღებისკენ მოუწოდებს

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს "ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რის­კენ" და უფრო ნაკ­ლე­ბი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თა­ვენ, რომ სულ მცი­რე, 2025 წლამ­დე უფრო ცოტა საჭ­მლის მი­ღე­ბა მო­უ­წევთ.

ეს არის თა­რი­ღი, როცა ქვე­ყა­ნა ჩი­ნეთ­თან სა­ზღვრის სრუ­ლად გახ­სნას გეგ­მავს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ რა­დიო "თა­ვი­სუ­ფა­ლი აზია" წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ზღვა­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო ჩა­კე­ტეს, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო კი ქვე­ყა­ნა­ში საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მა­რა­გის კრი­ზი­სია.

მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლა, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­სო­წარ­კვე­თილ­ნი არი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ საკ­ვე­ბის არ­სე­ბუ­ლი მა­რა­გით ამ ზამ­თარ­საც კი ვერ გა­ი­ტა­ნენ.

chrdiloetkorea-38122-1635415400.jpeg

09:56 / 28-10-2021 ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს "ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რის­კენ" და უფრო ნაკ­ლე­ბი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თა­ვენ, რომ სულ მცი­რე, 2025 წლამ­დე უფრო ცოტა საჭ­მლის მი­ღე­ბა მო­უ­წევთ.

ეს არის თა­რი­ღი, როცა ქვე­ყა­ნა ჩი­ნეთ­თან სა­ზღვრის სრუ­ლად გახ­სნას გეგ­მავს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ რა­დიო "თა­ვი­სუ­ფა­ლი აზია" წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ზღვა­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო ჩა­კე­ტეს, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო კი ქვე­ყა­ნა­ში საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მა­რა­გის კრი­ზი­სია.

მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლა, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­სო­წარ­კვე­თილ­ნი არი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ საკ­ვე­ბის არ­სე­ბუ­ლი მა­რა­გით ამ ზამ­თარ­საც კი ვერ გა­ი­ტა­ნენ.

"საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტი უკვე სა­გან­გა­შოა და ადა­მი­ა­ნებს ეწუ­რე­ბათ მა­რა­გი. ამ დროს კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეუბ­ნე­ბა მათ, რომ 2025 წლამ­დე ქამ­რე­ბი შე­მო­ი­ჭი­რონ და ნაკ­ლე­ბი საკ­ვე­ბი მო­იხ­მა­რონ. ადა­მი­ა­ნებ­ში ახლა მხო­ლოდ სა­სო­წარ­კვე­თა და უი­მე­დო­ბაა", - ეუბ­ნე­ბა გა­მო­ცე­მას წყა­რო.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ­დეც იყო საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტი, თუმ­ცა პან­დე­მი­ის შემ­დეგ, სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვამ ქვე­ყა­ნა კი­დევ უფრო რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­ა­რეს­და.

გარ­და პან­დე­მი­ი­სა, საკ­ვე­ბის დე­ფი­ციტს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში უცხო ქვეყ­ნე­ბის­გან და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­სა და სხვა­დას­ხვა ბუ­ნებ­რივ კა­ტას­ტრო­ფებს უკავ­ში­რე­ბენ.

წყა­რო: rfa.org