ინგლისურ-ჰოლანდიური სანავთობო კომპანია Shell-ის სუფთა მოგება მიმდინარე წლის 9 თვეში 8.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიას 17.7-მილიარდიანი წაგება ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ანგარიშში ვკითხულობთ.
ამასთან, მესამე კვარტლის შედეგებით კომპანიას 447 მილიონის ზარალი აქვს, გასული წლის 489 მილიონი დოლარის მოგების საპირწონედ.
წარმოებისა და ხარჯების გათვალისწინებით მიღებულმა მოგებამ (CCS) იანვარ-სექტემბერში 5.99 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასულ წელს 15.44 მილიარდი დოლარის ზარალი ჰქონდა.
ამ ხნის განმავლობაში კომპანიის მიერ მოპოვებული ნავთობის ოდენობა შემცირებულია 4%-ით და შეადგენს საშუალოდ 3.269 მლნ ბარელს დღე-ღამეში.
ცნობისათვის, კონცერნი Royal Dutch Shell აერთიანებს ენერგეტიკულ და ნავთობქიმიურ კომპანიებს, რომლებიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებენ. Shell-ის 44,1%-ის მფლობელია ჰოლანდიური კომპანია Nederland Centraal Instituut Voor Giraal Effectenverkeer BV.