ლიბერთის ახალი გუნდი, ახალ უნიკალურ პროდუქტებთან ერთად, ყველა ასაკის მომხმარებელს  მარტივ, გასაგებ და  ხელმისაწვდომ მომსახურებას შესთავაზებს

„ახა­ლი ლი­ბერ­თი ახა­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის“ სტრა­ტე­გი­ის ფარ­გლებ­ში ლი­ბერ­თის გუნ­დი მომ­ხმა­რებ­ლებს ახალ პრო­დუქ­ტებს ნო­ემ­ბრი­დან შეს­თა­ვა­ზებს.

ლი­ბერ­თის ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს. ერთ-ერ­თია ახა­ლი, უნი­კა­ლუ­რი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის სე­რია, რომ­ლის ანა­ლო­გიც არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რე­გი­ონ­ში არ არის.

ამას­თან ერ­თად, ლი­ბერ­თის გუნ­დის წევ­რე­ბი მომ­ხმა­რე­ბელს მუდ­მი­ვად გა­უ­ზი­ა­რე­ბენ სი­ახ­ლე­ებს, ინო­ვა­ცი­ურ ხედ­ვებს და ბან­კის ახა­ლი სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ბა­მი­სად მათ მარ­ტივ, გა­სა­გებ და ხელ­მი­საწ­ვდომ მომ­სა­ხუ­რე­ბას შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

ლი­ბერ­თი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი და­ფარ­ვის ქსე­ლი აქვს, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის კუ­თხით, ციფ­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­საც აქ­ტი­უ­რად ავი­თა­რებს.

ლი­ბერ­თის ახა­ლი გუნ­დი მუდ­მი­ვად ფიქ­რობს რო­გორც უფ­როს, ასე­ვე მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე.

ახა­ლი ლი­ბერ­თი იქ­ნე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ბან­კი ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის.

ვაჟა მე­ნაბ­დე, ლი­ბერ­თის მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს მი­მარ­თუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი:

ლი­ბერ­თის გუნ­დის ახა­ლი ხედ­ვა გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს გა­ვუ­მარ­ტი­ვოთ ცხოვ­რე­ბა, სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ მთლი­ა­ნად მათი ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე. ვა­პი­რებთ, მომ­ხმა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზოთ არა ის პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ გვჭირ­დე­ბა, არა­მედ და­ვა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­როთ, რა სჭირ­დე­ბათ მათ, რა სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა სურთ, რა აწუ­ხებთ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ, პერ­სო­ნა­ლუ­რად მი­ვუდ­გე­ბით თი­თო­ე­ულ სეგ­მენტს, თი­თო­ე­ულ ჯგუფს და თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს. ლი­ბერ­თი მზა­დაა გახ­დეს უნი­ვერ­სა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი ყვე­ლა ასა­კი­სა და ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მომ­ხმა­რებ­ლის­თვის.

სწო­რედ ეს არის ჩვე­ნი ახა­ლი სტრა­ტე­გია: მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, უმაღ­ლე­სი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა, სეგ­მენ­ტუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი ცალ­კე­უ­ლ მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჯგუ­ფე­ბი­სად­მი.

11-1635423115.jpg

ანი ჯიბ­ლა­ძე, ლი­ბერ­თის სა­ცა­ლო სეგ­მენ­ტის და პრო­დუქ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი:

ლი­ბერ­თის ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი თუ მომ­სა­ხუ­რე­ბა იქ­ნე­ბა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი. ახა­ლი პრო­დუქ­ტის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხო­ლოდ ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მოს­მე­ნის და მათი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით მი­ვი­ღებთ. ლი­ბერ­თის ახა­ლი გუნ­დის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვაც მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ახა­ლი ლი­ბერ­თის მთა­ვა­რი სი­ახ­ლე არის ახ­ლე­ბუ­რი ხედ­ვა. ჩვენ ყვე­ლა­ზე მე­ტად ადა­მი­ა­ნებ­თან გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, ერ­თობ­ლი­ვი წარ­მა­ტე­ბის გვჯე­რა. ჩვენ­თვის მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვა და მათ­თვის ცხოვ­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბა ცხოვ­რე­ბის წე­სია და ამი­ტომ, ჩვე­ნი გუნ­დის მი­ზა­ნია, ახა­ლი ლი­ბერ­თის ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი პრო­დუქ­ტის თუ სერ­ვი­სის შექ­მნი­სას ვუ­პა­სუ­ხოთ შე­კი­თხვას: რით ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის, მათი ოჯა­ხი­სა თუ ბიზ­ნე­სის ცხოვ­რე­ბას.

ლი­ბერ­თის ახა­ლი გუნ­დი მზა­დაა შექ­მნას ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი და სერ­ვი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს, დრო­ის გარ­და, ფი­ნან­სე­ბის და­ზოგ­ვა­შიც შე­უ­წყობს ხელს.

12-1635423133.jpg

ვაჟა მე­ნაბ­დე, ლი­ბერ­თის მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს მი­მარ­თუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი:

ლი­ბერ­თი, რო­მე­ლიც ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ში სი­დი­დით მე­სა­მე სის­ტე­მუ­რი ბან­კია, მი­ლი­ონ 600 ათას­ზე მეტ მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე ისიც, რომ ლი­ბერ­თის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე ფარ­თო სა­ბან­კო ქსე­ლი აქვს და უფ­რო­სი თა­ო­ბის მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ლი­ბერ­თის გუნ­დის­თვის ჩვე­ნი უფ­რო­სი თა­ო­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, დიდი პა­ტი­ვი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. უფ­რო­სი ასა­კის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი, ღი­რე­ბუ­ლი და პა­ტივსა­ცე­მი ხალ­ხია. მუდ­მი­ვად ვიკ­ვლევთ მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს, რა აწუ­ხებთ, რა სჭირ­დე­ბათ ბან­კის­გან. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ უკვე დავ­ნერ­გეთ ლო­ი­ა­ლო­ბის საკ­მა­ოდ ბევ­რი პროგ­რა­მა, მათ შო­რის არის ფას­დაკ­ლე­ბე­ბის პროგ­რა­მა - რამ­დე­ნი­მე საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ქსე­ლურ ობი­ექ­ტში, მათ შო­რის სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი უფ­რო­სი თა­ო­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მოქ­მე­დებს სა­უ­კე­თე­სო ფასი ლი­ბერ­თის პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბით გა­დახ­დი­სას.

ანი ჯიბ­ლა­ძე, ლი­ბერ­თის სა­ცა­ლო სეგ­მენ­ტის და პრო­დუქ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი:

ჩვენ, ლი­ბერ­თის ახა­ლი გუნ­დის წევ­რე­ბი, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ. და­ვა­ა­ნონ­სეთ ახა­ლი, უნი­კა­ლუ­რი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის სე­რია, რომ­ლის ანა­ლო­გიც არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ჩვენს რე­გი­ონ­შიც არ არის. ამ პრო­დუქტს სულ მალე წარ­ვუდ­გენთ მომ­ხმა­რე­ბელს. მო­მა­ვა­ლი წლი­დან კი უკვე და­ი­წყე­ბა არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის რე­დი­ზა­ი­ნი და ახა­ლი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის და სი­ახ­ლე­ე­ბის წარ­დგე­ნა მთე­ლი 2022 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

R