5 მიზეზი, რატომ სჯობს კერძო ტიპის საცხოვრებელ კომპლექსი, საკუთარი ძალებით აშენებულ სახლს

კორონავირუსის პანდემიამ ინდივიდუალურ სახლებზე მოთხოვნა გაზარდა, რასაც დეველოპერებმა ახალი კონცეფციის საცხოვრებელი კომპლექსებით უპასუხეს. დაცულ სივრცეებში, გამართული გეგმარებით განლაგებული კერძო სახლები სულ უფრო მეტ მობინადრეს იზიდავს.

ამგვარ დასახლებებში მკაცრად არის განსაზღვრული შენობების სიმაღლე, განაშენიანების ზოლი, გზებისა და განათებების ადგილმდებარეობა, სკვერების რაოდენობა, საბავშვო მოედნები და სხვა სივრცეები და სერვისები, კერძო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, რომ მთლიანი ფართობი წინასწარ დამტკიცებული პროექტის მიხედვითაა ათვისებული და ინდივიდუალურ სახლს გვერდით კორპუსს ვერავინ აუშენებს ან სკვერს ვერავინ შეეხება.

კიდევ რა უპირატესობები აქვს კერძო ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს სახლის საკუთარი ძალებით მშენებლობასთან შედარებით, ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანია „ბრავას“ დამფუძნებელს მარიამ ასათიანს ესაუბრა („ბრავა“ საცხოვრებელი ტერიტორიების დასუფთავებას, მოვლას, მოწესრიგებას, საორგანიზაციო საკითხების გადაჭრას, კონსიერჟის სერვისს უზრუნველყოფს):

  • თანხის დაზოგვა - საცხოვრებელ კომპლექსში ინდივიდუალური სახლი ერთი შეხედვით შეიძლება უფრო ძვირი მოგეჩვენოთ, თუმცა, საერთო ჯამში, სახლის საკუთარი ძალებით აშენება ბევრად მეტი დაგიჯდებათ.

დედაქალაქის რომელიმე უბანში მიწის ნაკვეთის შეძენა და სახლის მშენებლობა მოიცავს ისეთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს, როგორიც არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები, სახლის მიმდებარედ გზის საფარის გაკეთება და სხვა. მიწისქვეშა კომუნიკაციები თბილისის პოპულარულ ინდივიდუალურ დასახლებებში ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. მაცხოვრებელთა ხარჯი ათასობით ლარით იზრდება, როცა აღმოაჩენენ, რომ აღნიშნული სისტემები თავად უნდა გამართონ. მეორე მხრივ, დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში კერძო სახლის შეძენა უფრო მომგებიანია, რადგან როგორც კომუნიკაციებს, ისე დასუფთავებას, საგზაო ინფრასტრუქტურასა და სხვა საბაზისო საჭიროებებს დეველოპერი აგვარებს. სახლის ინდივიდუალურად აშენების შემთხვევაში აღნიშნული ინფრასტრუქტურა და სერვისები დიდ ტერიტორიას მოითხოვს და უფრო მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

rek-1635486635.jpg

  • გონივრული ინვესტიცია - კომპლექსში სახლის შეძენა, სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით, ფინანსურად უფრო გამართლებულია

სახლის შერჩევისას გადაწყვეტილების მიღებაში დიდ როლს თამაშობს მისი ლიკვიდურობის საკითხი. როგორც „ბრავას“ ხელმძღვანელი განგვიმარტავს, ამ მხრივ, დახურული საცხოვრებელი კომპლექსი გამართლებული ინვესტიციაა, რადგან დედაქალაქის განვითარებასთან და კერძო სახლებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მოიმატებს მათი ღირებულებაც. ამასთან, თუ კომპლექსი თბილისის რომელიმე ცენტრალურ უბანში მდებარეობს და კარგი ხედებით გამოირჩევა, მასში ინვესტირებული თანხის უკუგება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი.

  • დროის დაზოგვა - ყველა სერვისის მოწოდებას დეველოპერი უზრუნველყოფს

ზოგიერთი დასახლება, სადაც დღეს კერძო სახლები შენდება, ყველა მუნიციპალური სერვისით ვერ სარგებლობს, მიმდებარედ ვერ ნახავთ სკვერებს, სავაჭრო ობიექტებს, სალონებს, რის გამოც მობინადრეს შორ მანძილზე გადაადგილება უწევს. როგორც წესი, საცხოვრებელ კომპლექსებში კი ყველა საჭირო სერვისი და ობიექტი წინასწარ არის გათვალისწინებული.

  • საერთო ინტერესების ირგვლივ გაერთიანებულ საზოგადოებასთან სიახლოვე, რაც საცხოვრებელ სივრცეებს ენერგიით ავსებს

როგორც წესი, კერძო დასახლებაში ახალმოსახლეები ერთმანეთს ნაკლებად ეცნობიან და წლების განმავლობაში მეზობლებთან კომუნიკაცია არ აქვთ. ამის რეალური მიზეზი საერთო სოციალური სივრცეების - სკვერების, გასართობი ობიექტებისა და მოედნების არარსებობაა. დახურული ტიპის საცხოვრებელ კომპლექსებში აღნიშნული საკითხი გადაჭრილია, რადგან დეველოპერი წინასწარ ითვალისწინებს უძრავი ქონების ბაზარზე უკვე არსებულ გამოცდილებას და ტერიტორიაზე მაქსიმალური რაოდენობის სოციალურ სივრცეებს ქმნის როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.

  • საცხოვრებელ უბანთან დაკავშირებულ ყველა საკითხს პროფესიონალთა გუნდი აგვარებს

მარიამ ასათიანის თქმით, საცხოვრებელ კომპლექსებში კომპანიები არათუ სკვერების და სხვა საერთო სივრცეების მოვლას უზრუნველყოფენ, არამედ მობინადრეებს იურიდიული საკითხების გადაჭრაშიც ეხმარებიან ხოლმე.

„დღეს, მოსახლეობას სჭირდება არამხოლოდ დალაგებული, დასუფთავებული, უსაფრთხო სახლი, არამედ უკვე კერძო ტერიტორიაც, სადაც ექნება ეზო, ექნება სიმშვიდე, სიმყუდროვე და სუფთა ჰაერზე ძალების აღდგენას შეძლებს, - აღნიშნა მარიამ ასათიანმა.

დამატებითი უპირატესობა, რაც კერძო სახლის კომპლექსში შეძენას აქვს, დროის რესურსების დაზოგვაა. როცა მობინადრეს სახლი გალესილ მდგომარეობაში, ამოყვანილი ტიხრებით, მოჭიმული იატაკით, ალუმინის უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯრით, ელექტროგაყვანილობითა და ყველა საჭირო კომუნიკაციით ხვდება, თავად მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის ჩატარება უწევს, რაც დიდ დისკომფორტს არიდებს თავიდან.