მსოფლიოში სუპერ-პოპულარულმა სერიალმა „კალმარის თამაშები“ საკუთარი კრიპტოვალუტა გამოსცა.
ამ ციფრულ ვალუტას ქვია Squid და ის ახლა მხოლოდ 2.22 დოლარი ღირს, ხოლო მისი კაპიტალიზაცია ამ დროისთვის 174 მილიონი დოლარია - წერს CNBC
ტოკენი Squid, იგივე „კალმარი“ გამოშვებულია როგორც ექსკლუზიური მონეტა სერიალის მოტივების შესაბამისად. ტოკენების გაყიდვა დაიწყო, ხოლო ნოემბერში დაიწყება 6-რაუნდიანი ონლაინ-თამაშების 6-რაუნდიანი შეჯიბრი, რომელიც ამ სერიალის მოტივებზე იქნება დაფუძნებული და მასში შესაძლებელი იქნება ამ ტოკენების გამოყენება.
თუმცა, CoinMarketCap-ის ცნობით, მომხმარებლები ამ ტოკენის გაყიდვას ვერ შეძლებენ პოპულარულ დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე Pancakeswap. ამის მიზეზი ჯერ უცნობია.