სექტემბერში ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი ცხრა თვეში 11.3%-ით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

გასული თვის განმავლობაში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 9,5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია.