2021 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ამერიკული კომპანია Apple-ის კვარტალური შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
სამთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში Apple-ის შემოსავლებმა 83,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასულ წელს ამავე მონაკვეთში 64,7 მილიარდი დოლარის შემოსავალი ჰქონდა.
მისი სუფთა მოგება გაზრდილია 12,6 მილიარდი დოლარიდან 20,5 მილიარდ დოლარამდე.
რაც შეეხება ფინანსურ წელს, რომელიც ასევე სექტემბრის ბოლო დასრულდა, შემოსავლებმა 365,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა ფინანსურ წელს 274,5 მილიარდი დოლარი ჰქონდა. ფინანსური წლის განმავლობაში სუფთა მოგება გაზრდილია 57,4 მილაირდიდან 94,6 მილიარდამდე.
კომპანიისთვის შემოსავლის მთავარ წყაროდ რჩება iPhone, რომლის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავლებმა 38,8 მილიარდი დოლარი შეადგინა კვარტალში, ხოლო წლის განმავლობაში 191,9 მილიარდი დოლარი.