სამშენებლო ნებართვები გაიზარდა - რეგიონები, სადაც ყველაზე მეტი შენობა აშენდება

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7425 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,5%-ით მეტი) 5371,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 36,9 %-ით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, ნებართვების 73,7 % მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,0 % თბილისზე, 9,3 % - მცხეთა-მთიანეთზე, 8,9 % - ქვემო ქართლზე, 8,5 % კი - იმერეთის რეგიონზე.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, გაცემული სამშენებლო ნებართვებიდან 6,1% მოდის აჭარაზე, 5,3% - კახეთზე, 5,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთზე, 3,9% - შიდა ქართლზე, 3,8% სამცხე-ჯავახეთზე, 1,5% გურიაზე, 0,6% - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით კი, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსებია წარმოდგენილი.

ნინი ქეთელაური