2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 1708 მშენებლობა დასრულდა

2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ექსპლუატაციაში 1155.4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.4 პროცენტით ნაკლები) 1708 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.1 პროცენტით მეტი) იქნა ექსპლუატაციაში მიღებული.

საქსტატის ცნობით, როგორც რაოდენობით, ასევე ფართით კვლავ დედაქალაქი ლიდერობს, ყველაზე ნაკლები მშენებლობა კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დასრულდა.

,,ბიზნესპრესნიუსი“ რეგიონების მიხედვით გთავაზობთ, სად რამდენ მშენებლობას მიენიჭა დასრულებულის სტატუსი:

  • თბილისი - 474
  • აჭარის არ - 74
  • გურია - 71
  • იმერეთი - 146
  • კახეთი - 217
  • მცხეთა-მთიანეთი -190
  • რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 27
  • სამეგრელო ზემო სვანეთი - 105
  • სამცხე-ჯავახეთი - 101
  • ქვემო ქართლი - 187
  • შიდა ქართლი -116

ინფორმაციისთვის, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7425 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,5%-ით მეტი) 5371,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 36,9 %-ით მეტია.

თამარ მუკბანიანი