„ვითიბი“ და „მგზავრები“ საზოგადოებას ერთობლივ პროექტს სთავაზობს

„ვითიბის“ და „მგზავრებს“ საზოგადოებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეთავაზება ეხება „მგზავრების“ და „ჰოუმმეიდის“ ერთობლივ პროექტს - „მგზავრების“ უბანი საგურამოში.

„დღეიდან, ნებისმიერი პირი, „ვითიბის“ გამარტივებული იპოთეკური სესხით, შეძლებს შეიძინოს სახლი საგურამოს კომპლექსში, განსაკუთრებულ ფასად - 59,000$-დან.

კომპლექსი მოიცავს: 5 ჰა დაცულ ტერიტორიას, 140 სახლს ინდივიდუალური ეზოთი, აუზს (20*25მ), საბავშვო აუზს, რესტორანს, სარეკრეაციო ზონას, საბავშვო გასართობ მოედნებს, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს, პარკინგის ზონას. შეიძინეთ სახლი და იცხოვრეთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თბილისიდან 20 წუთში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.