„თიბისი ბანკი“ მომხმარებლებს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს. მათივე ცნობით, ბოლო დროს გახშირდა სხვადასხვა ბანკის სახელით და იდენტური ნომრით მომხმარებლებთან სატელეფონო ზარებით დაკავშირება. ამასთან, დარეკვისას მომხმარებელს რუსულ ენაზე ესაუბრებიან, ეცნობიან, როგორც ბანკის წარმომადგენლები და სთხოვენ ბარათის და ანგარიშების დასაზუსტებლად სხვადასხვა დეტალის გაზიარებას.
“მომხმარებლების ფინანსური უსაფრთხოებისთვის, თიბისიში მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული და გამჭვირვალე გავხადოთ ჩვენი სერვისები.
ბოლო დროს გახშირდა სხვადასხვა ბანკის სახელით და იდენტური ნომრით მომხმარებლებთან სატელეფონო ზარებით დაკავშირება. დარეკვისას მომხმარებელს რუსულ ენაზე ესაუბრებიან, ეცნობიან, როგორც ბანკის წარმომადგენლები და სთხოვენ ბარათის და ანგარიშების დასაზუსტებლად სხვადასხვა დეტალის გაზიარებას.
თუ თქვენც დაგიკავშირდებიან, გთხოვთ, არ გადასცეთ თაღლითებს თქვენი პერსონალური ინფორმაცია.
საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს და დაგვიკავშირდით ჩვენი კონტაქტ ცენტრის ან ინტერნეტ/მობაილბანკის საშუალებით.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კიბერ და სხვა დანაშაულის აღმოსაფხვრელად. თქვენი ინფორმირებულობა დანაშაულის თავიდან ასარიდებლად უმნიშვნელოვანესია“,- ნათქვამია „თიბისი ბანკის“ შეტყობინებაში.