“12 თუ“ - ჩვევები, რომელიც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით

სინამდვილეში ყველაფერი გონებიდან მოდის. ჩვენი ტვინი დაპროგრამებულია, რომ უმარტვესი გზების ძიებისკენ გვიბიძგოს. ბევრი ნაბიჯის გადადგმა ხომ საერთოდ წარმოუდგენლად გვეჩვენება, რადგან ისევ მარცხის შიში გვიპყრობს. არადა, სანამ რაიმე პროექტის დაწყებას დაგეგმავთ, უნდა გახსოვდეთ, რომ დასაკარგი არაფერია. ასეთი თავგანწირვით შესაძლოა, მილიონები გამოიმუშაოთ.

გახსოვდეთ, ყველაფერი იწყება უმარტივესი კონკრეტული ნაბიჯებით. წარმოგიდგენთ 12 დეტალს, რომელიც წარმატების მიღწევაში პოტენციურად შეგიშლით ხელს:

1. თუ გეშინია ხალხის აზრის

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ადამიანებს წარმატებაში ხელს უშლის, არის შიში. ხშირად გიფიქრიათ, რას იტყვიან თქვენზე გარშემომყოფები, თუ ყველაზე გიჟურ ნაბიჯს გადადგამთ? შესაძლოა, გყავთ მეგობრები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაღაცას არაორდინალურად აკეთებთ, ან შესაძლოა, გრცხვენიათ თქვენი სამუშაოს გაზიარება მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, რადგან ისინი იფიქრებენ, რომ ეს სისულელეა.

გულწრფელად თუ გაინტერესებთ, ჯობია სცადოთ და დამარცხდეთ, რათა თქვენს შეცდომებზე ისწავლოთ და ბიზნეს გეგმა მომავლისთვის დახვეწოთ, ვიდრე შიშის გამო არაფერი გაკეთდეს. გადახედეთ მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ადამიანებს.

2. თუ აიძულებთ თავს იყოთ კომფორტულად, არაკომფორტულ სიტუაციაში

ამის აღწერის საუკეთესო გზა არის მანქანა. თუ თქვენ გაქვთ პატარა, იაფი მანქანა, მაშინ ეს კარგია თქვენთვის. როდესაც პირველად ჩაჯდებით იაფფასიან ავარიულ მანქანაში, მისი ტარება ძალიან არასასიამოვნო იქნება. თქვენ უკმაყოფილო ხართ და გსურთ რაიმე უკეთესი შეიძინოთ. თუმცა ცოტა ხნით გასეირნების შემდეგ იწყებ შეგუებას და უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს. თუ თქვენი გონებისა და თავის გაუმჯობესებისთვის არ იზრუნებთ, პატარა მანქანასთან ერთად მდგომარეობა გაუარესდება. საბოლოოდ, რეალობის წინაშე მაშინ დადგებით, როდესაც ავტომობილი გაჩერდება. აღმოაჩენთ, რომ არ გიმუშავიათ იმისთვის, რომ მიიღოთ საუკეთესო. არ გადადოთ უკეთესისკენ სწრაფვა. ეს უნდა გააკეთოთ დღეს და ახლავე...

3. თუ არ გაქვთ დისციპლინა

რუტინული, ყოველდღიური დისციპლინა წარმატების მთავარი გასაღებია. ასეა ბიზნესშიც. თუ თქვენ არ გაქვთ დისციპლინა, რომ გადალახოთ ყველა მოსაწყენი მომენტი, რომელიც გარანტირებულად გექნებათ, შორს ვერ წახვალთ. წარმატებული ბიზნესი ყოველდღიურ, რუტინულ და ბევჯერ არასასიამოვნო სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს.

4. თუ გეშინიათ ცვლილების

ზოგს სძულს ცვლილება, ეს აშინებს მათ. ისინი გადაწყვეტენ, რომ არ სურთ საკუთარი თავის ზედმეტი დაძაბვა. ამ მენტალიტეტით, სინამდვილეში “თავს იკლავთ“. ცვლილება უკეთესობისკენ პირველ რიგში კომფოტის ზონიდან გამოსვლას გულისხმობს. ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, თუ გსურთ იყოთ წარმატებული თქვენს ცხოვრებაში.

5. თუ გაქვთ დიდი იდეები, რომლებსაც არ ახორციელებთ

ალბათ, ყველამ იცის, როგორია ფიქრებით გატაცება და წარმატებების წარმოდგენა, სანამ მოქმედებას დაიწყებთ. ოცნებები და ფიქრები კარგია, თუ მას ქმედებაც მოსდევს. მშვენიერია თავში დიდი იდეების ქონა და თუ გაქვთ სრული სურათი იმის შესახებ, თუ სად გსურთ იყოთ, რაზე გსურთ იმუშაოთ. თქვენი სურვილების ასასრულებლად სულ მცირე ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ დღესვე დაიწყოთ და არასდროს შეწყვიტოთ.

6. თუ გონებაგაფანტული ხართ

ეს წარმატების მიღწევაში ბევრ ადამიანს უშლის ხელს. სამუშაოს ვერ შეასრულებთ, თუ ყოველ 30 წამში გადაწყვეტთ შეამოწმოთ თქვენი მესიჯები, ელფოსტა, Facebook და ასე შემდეგ. ეს ძალიან ძნელია მათთვის, ვისაც დისციპლინა არ აქვს.

7. თუ გაკლიათ კრეატიულობა

კრეატიულობა ზოგისთვის არც ისე ადვილია, როგორც სხვებისთვის. ამიტომ, თქვენ უნდა განავითაროთ თქვენი კრეატიულობა და არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რაც გაქვთ. სიმართლე ისაა, რომ ყველას შეუძლია შემოქმედებითობის გაღვივება. თქვენ, უბრალოდ, უნდა გაერკვეთ, თუ როგორ გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა.

8. თუ დილით ადრე ვერ დგებით

ყველა წარმატებული ადამიანი, რომლებსაც ცხოვრებაში წააწყდებით, დილით ადრე დგება. ფაქტია, მხოლოდ ერთი საათით ადრე ადგომასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის დამატებითი სამუშაოს მთელი საათი, იმ სფეროში, რაშიც თქვენ ენერგიას ჩადებთ. იქნება ეს ვარჯიში, სულიერი, მენტალური განვითარება, ბიზნესი თუ სხვა. პირველი კვირა ყველაზე რთული იქნება, მაგრამ მას შემდეგ თქვენი სხეული და გონება შეეგუება.

9. თუ თქვენ უფლებას აძლევთ წარუმატებლობას გაგკოჭოთ

წარუმატებლობის შემთხვევაში თუ უკან იხევთ, მორალურად ნებდებით და აღარ აგრძელებთ მიზნისკენ სწრაფვას, მაშინ მთელი ცხოვრება მუდმივი პრობლემებით იქნება სავსე. მარცხის ატანა ძნელია, მაგრამ ის განასხვავებს დამარცხებულებს გამარჯვებულებისგან, რადგან დამარცხებულები მთლიანად ნებდებიან, ხოლო გამარჯვებულები ისწავლიან თავიანთ შეცდომებზე.

10. თუ ზედმეტად მოუთმენელი ხართ

სიმდიდრესა და წარმატებას დრო სჭირდება. თქვენ არ შეგიძლიათ დაეყრდნოთ 100% ინვესტიციას ერთ თვეში და ავტომატურად იყოთ საუკეთესო იმაში, რასაც აკეთებთ. თუ მოუთმენელი ხართ და მხოლოდ მცირე დროს ხარჯავთ სამუშაოდ, მაშინ ცხადია, ვერაფერს მიაღწევთ. ზოგჯერ მოუთმენლობა შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ თქვენ შეგიძლიათ მისი კონტროლი. ამან შეიძლება გაიძულებთ დაუჯერებლად ბევრი იმუშაოთ და გააკეთოთ ის, რისთვისაც სხვებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეთ.

11. თუ ზედმეტად მოტივირებული ხართ ფულით

კიდევ ერთი რამ, რაც სავარაუდოდ, ბევრ ადამიანს აფერხებს წარმატების მიღწევაში, არის ის, რომ ისინი ზედმეტად არიან მოტივირებული ფულით და არა იმით, რაც მათ ნამდვილად უყვართ. ფული შესანიშნავი მოტივატორია, მაგრამ ძნელია მისი გამომუშავება, თუ იმ საქმეს არ აკეთებთ, რაც გსიამოვნებთ.

12. თუ ვერ იპოვე ის საქმე, რისთვისაც დაიბადე

შესაძლოა, თქვენ უბრალოდ არ მუშაობთ სწორ საკითხებზე. მსოფლიოში ბევრი წარმატებული ადამიანია, რომლებმაც დაიწყეს ერთ სფეროში და შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს მათთვის არ იყო. არ შეგეშინდეთ სამსახურების შეცვლის, ან თუნდაც იმის, რომ თავად წამოიწყოთ თქვენთვის საინტერესო ბიზნესი.

(წყარო - wealthygorilla.com)

თეონა რამაზაშვილი