ამერიკული კომპანია Mastercard Inc,-ის სუფთა მოგება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 60%-ით არის გაზრდილი, ამის მიზეზი კი ამერიკის მოქალაქეების გაზრდილი გადახდები და ტრანსსასაზღვრო ხარჯების მდგრადი ზრდაა.
როგორც კომპანიის პრესრელიზში წერია, მისი სუფთა მოგება ივლის-სექტემბერში 2.41 მილიარდი დოლარია, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1.51 მილიარდი ჰქონდა.
რაც შეეხება კვარტალურ შემოსავლებს, ის 30%-ით, 4.96 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
Mastercard-ის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ მაიბახის განცხადებით, ამერიკელების ხარჯები და ტრანსასაზღვრო ხარჯები Mastercard-ის სისტემაში კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდა.
სულ კი Mastercard-ის სისტემით გასულ კვარტალში განხორციელებულია 2 ტრილიონი დოლარის გადახდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია.