ცქრიალა ღვინის ექსპორტმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ საზღვარგარეთ 3.003 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გაიტანა, 2020 წლის 9 თვეში - 1.897 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2019 წლის ამავე საანგარიშო პერიოდში - 2.141 მლნ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, იმ ქვეყნების ჩამონათვალით, სადაც ყველაზე დიდი მოცულობით ვყიდით ცქრიალა ღვინოს.
ტოპ -10 ქვეყანა, სადაც 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ცქრიალა ღვინო გავიდა:
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე შამპანურის გაყიდვები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. CNBC მეღვინეების გენერალური სინდიკატის ინფორმაციით, გლობალური ბაზრების თანდათანობითი გახსნა, მიმდინარე წელს შამპანურის გაყიდვებს მსოფლიო მასშტაბით 305 მილიონ ბოთლამდე გაზრდის. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 307 მილიონ ბოთლს შეადგენდა.
ლონდონში დაფუძნებული კომპანია IWSR კი ელოდება, რომ მიმდინარე წელს შამპანურის გლობალური მოცულობა, დაახლოებით, 4%-ით გაიზრდება და ანალოგიური წლიური ზრდა 2025 წლამდე შენარჩუნდება.