ჯანმო-ს ხელმძღვანელის პოსტზე ერთადერთ კანდიდატად ტედროს ადანომ გებრეისუსი წარადგინეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ორგანიზაციის 28 წევრმა სახელმწიფომ კვლავ ტედროს ადანომ გებრეისუსის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჯანმო-ს შეუძლია გამოაცხადოს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ერთადერთი კანდიდატი: დოქტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი წარადგინეს, რომელიც მოქმედი გენერალური დირექტორია", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის არჩევნები 2022 წლის მაისშია დაგეგმილი.

ეთიოპიის ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ტედროს ადანომ გებრეისუსი ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად 2017 წლის მაისში აირჩიეს.