აზერბაიჯანში პანდემიის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა უკვე მოაწერა.

დადგენილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2022 წლის 1 -ელი იანვრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა.

აზერბაიჯანში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსით ინფიცირების 524 788 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 489 032 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 995 კი - გარდაიცვალა.