რომელია ევროპის 7 საუკეთესო სათხილამურო კურორტი

გამოცემა Euronews გვთავაზობს ევროპის კონტინენტის 7 საუკეთესო სათხილამურო კორორტს, რომელიც ერთნაირად საინტერესოა, როგორც თხილამურით სრიალის მოყვარულებისთვის, ასევე ნებისმიერი დამწყებისთვის.

მონჟენერვი, საფრანგეთი

2-1635575494.jpg

მონჟენერვი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათხილამურო კურორტია, რომელიც იტალია-საფრანგეთის საზღვარზე ალპებში მდებარეობს. კურორტი განსაკუთრებით პოპულარულია ოჯახური დასვენებისთვის.

მონჟენერი მულტიფუნქციური კურორტია, სადაც როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ასევე პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილი სათხილამურო ტრასები მდებარეობს.

სენტ ანტონი, ავსტრია

3-1635575547.jpg

სენტ ანტონი ავსტრიის კურორტია, რომელიც ტიროლის მთებში მდებარეობს. კურორტი ჯერ კიდევ 1900-იანი წლებიდან გახდა პოპულარული.

სათხილამურო კურორტის გარდა აქ უამრავი ბარი, რესტორანი და გასართობი ობიექტია, რაც მას დამსვენებლების საყვარელ კურორტად აქცევს.

ტინი, საფრანგეთი

4-1635575601.jpg

ტინი საფრანგეთის მთიანი კურორტია, რომელიც რამდენიმე სოფლისგან შედგება. კურორტის რელიეფიდან გამომდინარე აქ ზამთრის ნებისმიერი სპორტით დაკავება თავისუფლად შეიძლება.

სენტ მორიტზი, შვეიცარია

5-1635575642.jpg

სენტ მორიტზე 1864 წელს დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ზამთრის კურორტია, სადაც ზამთრის სპორტის არაერთი სახეობა განვითარდა.

ბედ გაშტოინი, ავსტრია

6-1635575679.jpg

ბედ გაშტოინი ავსტრიის ბალნეოლოგიური კურორტია, სადაც ადამიანები მთელი მსოფლიოდან ჩადიან. კურორტის ხედებით ტკბობა ზიპლაინის მეშვეობითაა შესაძლებელი. ამასთან, ბედ გაშტოინში 200 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი მდებარეობს.

შამონი, საფრანგეთი

7-1635575719.jpg

შამონი საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ზამთრის კურორტია, სადაც 1924 წელს მსოფლიოში პირველი ზამთრის ოლიმპიადა გაიმართა. შამონში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საბაგირო მდებარეობს, რომელსაც შუშის კაბინები აქვს და სტუმრებს კურორტის დათვალიერება 360%-ით პეიზაჟით შეუძლიათ.

კიცბუჰელი, ავსტრია

8-1635575765.jpg

კიცბუჰელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზამთრის კურორტია. ზამთრის სპორტით დაკავების გარდა, ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს ქალაქის ძველი უბანი იწვევს, სადაც არაერთი ისტორიული შენობაა განთავსებული.

ბექა ბერიაშვილი