Exxon-ი მესამე კვარტალში მოგებას დაუბრუნდა

აშშ-ის უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ Exxon Mobil მიმდინარე წლის მესამე კვარტალი სუფთა მოგებით დაასრულა, ამასთან, მაჩვენებლებმა ნავარაუდევს გადააჭარბა.

როგორც ირკვევა, საანგარიშო პერიოდში კომპანიის სუფთა მოგებამ 6,75 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 680 მლნ დოლარის ზარალი ჰქონდა.

Exxon-ის შემოსავლებმა ივლის-სექტემბერში 60%-ით მოიმატა და 73,79 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნავარაუდევი 71,13 მილიარდის ნაცვლად.

კომპანიამ ამავე პერიოდში საშუალოდ 3,665 მლნ ბარელი ნავთობი მოიპოვა დღე-ღამეში, მაშინ როცა გასულ წელს 3,672 მლნ ბარელს მოიპოვებდა.

ამასთან, Exxon-ის აქციების ფასი მიმდინარე წლის დასაწყისიდან გაზრდილია 56%-ით.

კოკა კვირკველია