Microsoft მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებული კომპანია Microsoft მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. მისმა კაპიტალიზაციამ 2,46 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რითაც გადაასწრო Apple-ს, რომლის კაპიტალიზაცია 2,41 ტრილიონი დოლარია. აღნიშნულის შესახებ მოწმობს ნიუ-იორკის საფონოდ ბირჟაზე გამართული სავაჭრო სესია.

პარასკევისთვის Apple-ის აქციების ფასი 4%-ით გაუფასურდა, მას შემდეგ რაც კომპანიამ გაავრცელა კვარტალური ფინანსური ანგარიში, საიდანაც გაირკვა რომ მან მოსალოდნელზე ნაკლები შემოსავალი მიიღო. Microsoft-ის აქციები კი პირიქით გაიზარდა 1%-ით. მას შემდეგ, რაც კომპანიამ ფინანსური კვარტალური ანგარიში წარმოადგინა, ის ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა და მის აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ბილ გეითსის და პოლ ალენის მიერ 1975 წელს დაფუძნებული Microsoft - არის სხვადასხვა მოწყობილობებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია. მისი სათავო ოფისი ვაშინგტონის შტატ ქალაქ რედმონდში მდებარეობს.

კოკა კვირკველია