სვაროვსკის ქვებით გაფორმებული ინვენტარი და უნიკალური დიზაინი  - როგორ გამოიყურება პენტჰაუსი თბილისში, რომელიც 4,5 მლნ ლარი ღირს (+ფოტო)

თბილისში, საბურთალოს რაიონში იყიდება 4 სართულიანი პენტჰაუსი, რომლის ღირებულებაც 4,582 მლნ ლარი ანუ 1,450 მლნ აშშ დოლარია.

როგორც ss.ge-ზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახლადგარემონტებული ბინა მოიცავს 18 ოთახს, საკუთარი შიდა ლიფტით.

„აქვს ორი მანქანის სადგომი; 12 საძინებელი ოთახი აბაზანით; 4 სამზარეულო, გარდერობი, საუნა აუზით და ჯაკუზით, კინოთეატრი, ოფისი, მარანი, სავარჯიშო დარბაზი სპეციალური აღჭურვილობით, 2 ბუხარი, 100 კვ.მ. გამწვანებული ვერანდა, რასაც ამშვენებს ღია ჯაკუზი და ხელოვნური ჩანჩქერი. ასევე ფართი მოიცავს - ცალკე მყოფ კომერციული ფართს, რომელსაც აქვს 2 დამოუკიდებელი შესასვლელი.

5-1635586616.jpg

ბინას აქვს „ჭკვიანი სახლის“ სისტემა, შუქების მართვა შესაძლებელია დისტანციური მართვის საშუალებებით და სხვა დამატებითი ფუნქციებით.ყველა ტელევიზორი არის „სმარტი (ჭკვიანი)“ (Samsung, Sony) და მათი მართვა შესაძლებელია მობილურით. სახლის დიზაინი უნიკალურია, გაფორმებული ქართული დეტალებით, რაც მას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს. სარემონტო მასალა არის უმაღლესი ხარისხის, გამოყენებულია იტალიური მარმარილო, ABB ელექტროობა, სამზარეულო აღჭურვილია Franke და Bosch პროფესიონალური აღჭურვილობით, აბაზანებში jacuzzi-ს, Acuzzi-ს, Laufen-ის ფირმის ტექნიკა, ინვენტარი კი გაფორმებულია სვაროვსკის ქვებით.

3-1635586641.jpg

4-1635586660.jpg

10-1635586684.jpg

1-1635586701.jpg

2-1635586769.jpg

6-1635586811.jpg

7-1635586827.jpg

9-1635586844.jpg

11-1635586860.jpg

12-1635586874.jpg

13-1635586896.jpg

ბინას აქვს 2 ავტოფარეხი და 3 დამოუკიდებელი შესასვლელი, სახლს აქვს უსაფრთხოების, გაზისა და კვამლის დეტექტორები და სათვალთვალო კამერები გარე პერიმეტრზე უსაფრთხოებისთვის. კარის გასახსნელად ან ლიფტის გამოყენებისთვის საჭიროა სპეციალური გასაღების ბარათი,“-აღნიშნულია ss.ge-ს განცხადებაში.