კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა საქართველოში 10 000-სს გადააჭარბა.
ფაქტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება ალერგოლოგ-იმუნოროგი, ბიძინა კულუმბეგოვი. პოსტს ,,ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
,,კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 10 000 გადააჭარბა! მხოლოდ ოქტომბერში 1000-ზე მეტი მოქალაქე დავკარგეთ!
მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა, რომ უკვე დიდი ხანია გვაქვს წამალი (ვაქცინა), რომელსაც ამ სიკვდილის რისკის 90%-ით შემცირება შეუძლია!
ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს!” - წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი.