თბილისში, 2021 წლის სექტემბერში 2 997 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია, 2019 წელთან შედარებით კი 7%-ით მეტი. ამის შესახებ „კოლიერსის“ კვლევაშია ნათქვამი.
რაც შეეხება ბაზრის ზომას, კვლევის თანახმად, 2019 წელთან შედარებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 138 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„კოლიერსის“ ცნობით, 2021 წლის სექტემბერში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1 980 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 8%-ით მეტი 2019-თან შედარებით. რაც შეეხება ძველ პროექტებს, ტრანზაქციების რაოდენობა 4%-ით გაიზარდა 2020 და 2019 წლებთან შედარებით.
„2021 წლის სექტემბერში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა, 2019-თან შედარებით კი 13%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 9%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით, ხოლო 2019-თან - 7%-ით.
ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით შემცირდა, 2019-თან შედარებით კი 11%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვი 41%-ით გაიზარდა 2020-თან შედარებით, 2019-თან შედარებით კი 3%-ით. პრემიუმ სეგმენტმა 2020 წელთან შედარებით 32%-იანი ზრდა განიცადა, 2019 წელთან შედარებით კი 6%-იანი კლება,“-აღნიშნულია „კოლიერსის“ კვლევაში.