საუდის არაბეთმა მომავლის ინოვაციური ქალაქის მშენებლობა დაიწყო

საუდის არაბეთმა მომავლის ინოვაციური ქალაქის NEOM-ის მშენებლობის ფარგლებში გვირაბის აშენება დაიწყო. ქალაქი ქვეყნის ჩრდილო- დასავლეთში შენდება პროექტ „ხაზის“ სახელწოდებით. ამის შესახებ პროექტის ხელმძღვანელმა ნაზმი ან-ნასრმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ამ ეტაპზე ამ ქალაქის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოების ერთი პროცენტიც კი არ არის დასრულებული და უფრო მეტიც, მისი პროექტირებაც კი არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული“, - განუცხადა მან სააგენტოს.

ამასთან, ან-ნასრის თქმით, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ახალ ქალაქში პირველი მცხოვრებლების დასახლება და ტურისტების მიღება 2024 წელს მოხდება.

უდაბნოში ინოვაციური ქალაქის მშენებლობის იდეა საუდის არაბეთს 2017 წელს გაუჩნდა. ამ პროექტის განხორციელებაში ქვეყანა 500 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს. პროექტი განხორციელდება ქვეყნის გეგმის „ხედვა-2030“ მიხედვით და მოწოდებულია მოიცვას ისეთი სფეროები, როგორიცაა ენერგეტიკა, წყლის რესურსები, ბიოტექნოლოგიები, საკვები მრეწველობა და ციფრული ტექნოლოგიები.

NEOM - მოიცავს 26,5 ათას კვ.კმ ფართობს ტაბუკის პროვინციაში, წითელი ზღვის სანაპიროზე. ხელისუფლება ამ ქალაქში მილიონამდე ადამიანის განსახლებას გეგმავს.

კოკა კვირკველია