ვეგანური ბეკონი და ღორის ქონი - ფრანგული სტარტაპის პროდუქტი

ფრანგულმა სტარტაპმა, 77 Foods-მა ვეგანური ბეკონი და ღორის ქონი, ე.წ. ლორდონი შექმნა, რომლებიც მომზადების დროს სტრუქტურას არ კარგავენ და როგორც გემოთი, ისე გარეგნულად ცხოველის ნამდვილ პროდუქტს ჰგვანან.

პორტალ SEEDS-ის მონაცემებით, როგორც წესი, ალტერნატიული საკვების ბაზარზე ღორისა და ბეკონის მცენარეული ხორცის პროდუქტების უმეტესობა მაშინვე ტაფაში დნება და ჩვეულებრივ მცენარეულ ზეთად გადაიქცევა, რის გამოც ფსევდობეკონი და ფსევდოლორდონი ბუნებრივ პროდუქტთან საკმარისად მიმსგავსებული არ არის. თუმცა ფრანგულმა სტარტაპმა ამ პრობლემიდან გამოსავალი იპოვა.

77 Foods-ის ვეგანური ლორდონისა და ბეკონის მთავარი ინგრედიენტი არის ტექსტურირებული სოიოს ცილა, რომელიც პროდუქტს შესაბამის გემოს, ბოჭკოვან ტექსტურასა და დაბალანსებულ კვებით პროფილს ანიჭებს.

კომპანია თავის პროდუქტებს ხელოვნური ხორცისა და ცხიმოვანი ქსოვილის ერთიანობის იმ ერთადერთ პროდუქტებად ასახელებს, რომლებიც მომზადების დროს არ ცალკევდებიან. „ცხიმის" შესაქმნელად მზესუმზირის, რაფსისა და სხვა მცენარეული ზეთების ემულსიას, წყალს, ფესვებს, წყალმცენარეებსა და სხვა ინგრედიენტებს იყენებენ.

„ჩვენ ხორცი, ზოგადად, მნიშვნელოვანი ინგრედიენტის, ქონის გამო მოგვწონს. ცხოველური ცხიმის წყალობით ხორცი გემრიელია და მცენარეთა შემცვლელებით მისი რეპროდუცირება ძნელია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ 25 წელიწადში ხორცისა და ხორცის პროდუქტების უმეტესი ნაწილი, რომელსაც ხალხი მოიხმარს, მცენარეულის შემცვლელი იქნება,“ - აცხადებს 77 Foods-ის თანადამფუძნებელი, ნიკოლა შვაიცერი.

წელს ფრანგულმა სტარტაპმა სურსათის ინოვაციების კონკურსი მოიგო და კომპანია Unilever-ისგან 1 მლრდ ევროს ინვესტიცია მიიღო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ