ლუკოილში ყველა ტიპის საწვავზე ფასები კიდევ 5 თეთრით შემცირდა

”ლუკოილში” საწვავის ყველა პროდუქტზე ფასები შემცირდა.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს: სუპერი - 1.92 ლარი, პრემიუმ ავანგარდი - 1.84,  ევრო რეგულარი - 1.69, ევრო დიზელი - 1.84, ხოლო დიზელი - 1.69 ლარი ღირს.

კომპანიის ინფორმაციით, საწვავის ტალონით ან პლასტიკური ბარათით შეძენისას, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები, ისარგებლებენ ფასდაკლების აქციით - მითითებულ ფასებს მინუს 10 თეთრი. აქცია ვრცელდება სამი ტიპის საწვავზე - სუპერზე, პრემიუმ ავანგარდსა და ევრო დიზელზე. მინიმალური შენაძენი - 100 ლიტრი.