იპოთეკური სესხების მოცულობა პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, იზრდება

იპოთეკური სესხების მოცულობა პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, იზრდება. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის მიხედვით, 1-26 ოქტომბრის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა 84%-ს გაუტოლდა 2019 წელთან შედარებით.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები კი, 1-21 ოქტომბრის პერიოდში, 2019 წლის დონეს 9%- ით აჭარბებს.

თაია არდოტელი