აშშ-სა და ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც 2030 წლისთვის, 2020 წელთან შედარებით, მეთანის ემისიის 30%-ით შემცირებას ითვალისწინებს, 90-მდე ქვეყანა შეუერთდა.
Reuters-ის ინფორმაციით, პარტნიორობის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს მოგვიანებით გაკეთდება.
აღსანიშნავია, რომ „მეთანის გლობალური ვალდებულების“ პაქტს არ უერთდებიან ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი.
მეთანი ერთ-ერთი მთავარი სათბური გაზია და მისი ემისია კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ითვლება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მეთანის ემისიების შემცირება გლობალური დათბობის შეჩერებაზე, სავარაუდოდ, სწრაფ ზეგავლენას მოახდენს.