ბაკურიანი მსოფლიო სპორტული მოვლენების ეპიცენტრი ხდება - როგორ აგრძელებს კურორტი განვითარებას?

„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, საქართველოში ტურისტული ვიზიტების დინამიკა ეტაპობრივად უმჯობესდება. მათივე პროგნოზით, 2022 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის დონეს 10%-ით გადააჭარბებს.

ტურიზმის აღდგენასთან ერთად, ძალას იკრებს სასტუმროებისა და აპარტამენტების შეძენა-გაქირავების სერვისიც როგორც თბილისში, ისე სეზონურ კურორტებზეც. ამ მხრივ გამორჩეულია ბაკურიანი, რომელიც დამსვენებლების ნაკლებობას უნიკალური კლიმატური პირობების გამო არც ზაფხულის ცხელ სეზონზე განიცდის და არც ზამთარში, როცა აქ გასართობი ინფრასტრუქტურა სრული დატვირთვით მუშაობს.

ხანგრძლივმა „ლოქდაუნმა“ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ბაკურიანშიც მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა საერთაშორისო ფრენების აღდგენისა და ვაქცინაციის პროცესთან ერთად, კურორტზე ტურისტების რაოდენობა იზრდება. პარალელურად, ბაკურიანში აქტიურად ვითარდება ინფრასტრუქტურა, რაც დაკავშირებულია არა მხოლოდ ტურიზმის აღდგენასთან, არამედ 2023 და 2025 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატთან, რომელსაც სწორედ ჩვენს ქვეყანაში ვმასპინძლობთ.

2-1635857839.jpg

ჩემპიონატისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს: უკვე დაწყებულია 2 ახალი სასრიალო გზის მოწყობის სამუშაოები, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და შენდება პრემიუმ კლასის დასასვენებელი კომპლექსი „ტერასა რეზორთ ბაკურიანი“, რომელიც მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე ჩამოსულ ათასობით ვიზიტორს უმასპინძლებს.

3-1635857859.jpg

როგორც პროექტის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, მსოფლიო სპორტული ჩემპიონატების ფაქტორი ბაკურიანში აპარტამენტებზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად ზრდის.

„დღეს უფრო მოთხოვნადია საინვესტიციო აპარტამენტები, რომლებიც მდებარეობს დაცულ კომპლექსში, სადაც ტერიტორიის მოვლა-მოწესრიგებაზე ზრუნავს დეველოპერი, აქვს დასუფთავებისა და გაქირავების სერვისი და კონსიერჟის მომსახურება. „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ შემთხვევაში გავითვალისწინეთ პრემიუმ კლასის კომპლექსისთვის დამახასიათებელი სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები: რესტორანი, დახურული აუზი, სასტუმრო, სათამაშო მოედნები, საპარკინგე და საპიკნიკე ზონები, კეთილმოწყობილი სასეირნო ბილიკები და 4800 კვ/მ მწვანე ეზო“, - აღნიშნეს პროექტის ხელმძღვანელებმა.

4-1635857889.jpg

აღნიშნული პირობისა და სხვა დეტალების გასაცნობად შეგიძლიათ „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ წარმომადგენლებს საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვოთ და ისინი თავად დაგიკავშირდებიან:

5-1635857918.jpg

(R)