გიორგი ამაშუკელი თურქეთისა და საბერძნეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი თურქეთისა და საბერძნეთის სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრები საქართველოში არსებული ბიზნესგარემოთი და სამინისტროს საქმიანობით დაინტერესდნენ. მინისტრის მოადგილემ მათ უწყების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ასევე, იმ საინვესტიციო პროექტების შესახებ ესაუბრა, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ მიმართულებით ახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ და სამომავლოდ ამ ობიექტების დათვალიერებაც დაიგეგმა.