არც გაზი, არც ქვანახშირი და არც ელექტროენერგია: ენერგოკრიზისი  უკრაინაში - რას ცდილობს ვლადიმირ პუტინი?

ყო­ვე­ლი ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას ევ­რო­პი­სათ­ვის დღის წეს­რიგ­ში დგე­ბა მთა­ვა­რი სა­კი­თხი - სით­ბო, ანუ მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზით და თბო­ელექტრო­სად­გუ­რებ­ში მის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი ელექტრო­ენერ­გი­ით. ბოლო წლე­ბის ტენ­დენ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ად­რინ­დე­ლი პე­რი­ო­დი­სა­გან ამ­ჟა­მინ­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ თუ ადრე ბუ­ნებ­რივ გა­ზით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხით უმე­ტე­სად ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, მათ ბოლო ხა­ნებ­ში აღ­მო­სავ­ლე­თიც და­ე­მა­ტა - უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა, ნა­წი­ლობ­რივ ბე­ლა­რუ­სიც.

  • ზამ­თა­რია, არ გვაქვს გაზი...

მოს­წონთ თუ არ მოს­წონთ ევ­რო­პე­ლებს, ფაქ­ტი ისაა, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სფე­რო­ში ლო­მის წილი რუ­სეთს მი­უ­ძღვის. ად­გი­ლობ­რი­ვი (ევ­რო­პუ­ლი) გა­ზით, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ე­თის ზღვის ფსკე­რი­დან იღე­ბენ, ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ ნორ­ვე­გია და დიდი ბრი­ტა­ნე­თია უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი იმ­პორტზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი - ციმ­ბი­რუ­ლი გა­ზით საზ­რდო­ო­ბენ. ცხა­დია ევ­რო­პე­ლე­ბი გა­ზის იმ­პორ­ტის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით პრობ­ლე­მას ვერ შვე­ლის ვერც კას­პი­ის გა­ზის და ვერც ამე­რი­კუ­ლი თხე­ვა­დი გა­ზის იმ­პორ­ტი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია და რომ­ლის გად­მოტვირ­თვა - გაშ­ვე­ბას ევ­რო­პის მილ­სა­დე­ნე­ბის სის­ტე­მა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნა სჭირ­დე­ბა. რუ­სუ­ლი გაზი შე­და­რე­ბით ია­ფია და მისი იმ­პორ­ტი შე­და­რე­ბით იაფი ჯდე­ბა, ციმ­ბი­რი­დან პირ­და­პი­რი მი­ლე­ბით მი­დის გერ­მა­ნი­ა­ში, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ სხვა ქვეყ­ნებ­შიც ნა­წილ­დე­ბა, ასე­ვე ცნო­ბი­ლია "თურ­ქუ­ლი ნა­კა­დის“ გაზი (უზ­რუნ­ველ­ყოფს სამ­ხრეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებს), რო­მელ­საც მალე "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დის“ მე­ო­რე რი­გის მილ­სა­დე­ნე­ბი და­ე­მა­ტა.

ევ­რო­პის რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ლი დონე გა­ზით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხში ახ­ლა­ხა­ნაც დადასტურ­და, როცა პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, რო­გორც გერ­მა­ნუ­ლი გა­ზე­თი "დი ველ­ტი“ წერს, მხო­ლოდ ერთი ფრა­ზით გან­მუხ­ტა ოქ­ტომ­ბერ­ში შექ­მნი­ლი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გა­ზით მო­მა­რა­გე­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი საწ­ვა­ვის კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გაზ­რდილ ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით: "ვთხოვ "გა­ზპ­რომს“ ევ­რო­პის გა­ზსა­ცა­ვე­ბი შე­ავ­სოს“ - ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ამ თით­ქოს­და შემ­თხვე­ვით ნათ­ქვა­მის შე­დე­გად ევ­რო­პის გა­ზის ბა­ზარ­მა შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქა... კრი­ზის­მა გვაჩ­ვე­ნა, რომ ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე რუ­სე­თი დო­მი­ნი­რებს“, - აღ­ნიშ­ნავს გა­ზე­თი.

head-0s830x553-38516-1635922985.jpg

უკ­რა­ი­ნა ბოლო დრომ­დე ცენ­ტრა­ლურ ად­გილს იკა­ვებ­და რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზი­ტში ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ალ­ბათ, ბევ­რს ახ­სოვს ევ­რო­პუ­ლი ენერ­გე­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში შე­სუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი "გაზი-მი­ლე­ბის“ («Газ-трубы») და "ურენ­გოი-უჟგო­რო­დის“ გაზ­სა­დე­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით 1970-იან წლებ­ში, ამას­თა­ნა­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აჟი­ო­ტა­ჟი. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ უკ­რა­ი­ნას, 1991 წლი­დან, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ კი­ევს მოს­კო­ვი ტრან­ზი­ტის ფულს უხ­დი­და და გაზს ნა­ტუ­რი­თაც აძ­ლევ­და და­ბა­ლი ფა­სით.

მოს­კოვ-კი­ე­ვის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­დეგ კრემ­ლმა ციმ­ბი­რუ­ლი გა­ზის ექ­სპორ­ტის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­სათ­ვის თა­ვის არი­დე­ბა გა­და­წყვი­ტა - აქ­ცენ­ტი გა­და­ი­ტა­ნა სა­მო­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფო­ზე - ბე­ლა­რუს­ზე, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც "ია­მალ-ევ­რო­პის“ გაზ­სა­დე­ნი გა­დის, აგ­რეთ­ვე ხელი მიჰ­ყო ახა­ლი მილ­სა­დე­ნე­ბის - უკვე ნახ­სე­ნებ "თურ­ქუ­ლი“ და "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დე­ბის“ მშე­ნებ­ლო­ბა­სა და მათ ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ას (მთა­ვარ კლი­ენ­ტთან - გერ­მა­ნი­ას­თან შე­თან­ხმე­ბით). უკ­რა­ი­ნა თან­და­თან ამო­ვარ­და გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ და სატ­რან­ზი­ტო სის­ტე­მი­დან, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის უაღ­რე­სად ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა. კი­ევს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის წყა­როს ძი­ე­ბა უხ­დე­ბო­და - ხან ევ­რო­პი­დან რე­ვერ­სით (ევ­რო­კავ­ში­რის მიერ ნა­ყი­დი რუ­სუ­ლი გაზი რე­ვერ­სის პრინ­ცი­პით - სლო­ვა­კე­თი­დან უნ­გრე­თი­დან და პო­ლო­ნე­თი­დან), ხან კას­პი­ის გა­ზის იმე­დით, მაგ­რამ ეს უკა­ნას­კნე­ლი ამ ეტაპ­ზე გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რჩე­ბა. მარ­თა­ლია, სა­კუ­თა­რი გაზი უკ­რა­ი­ნას აქვს, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სად - ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას ხარ­კო­ვის, პოლ­ტა­ვი­სა და ლვო­ვის სა­ბა­დო­ე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი გაზი მხო­ლოდ 30%-მდე აკ­მა­ყო­ფი­ლებს, და­ნარ­ჩე­ნი მო­ცუ­ლო­ბა იმ­პორ­ტით იფა­რე­ბა (უკ­რა­ი­ნას ყო­ველ­წლი­უ­რად 30 მი­ლი­არდ კუბ­მეტ­რამ­დე ბუ­ნებ­რი­ვი გაზი სჭირ­დე­ბა).

დღე­ი­სათ­ვის უკ­რა­ი­ნა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­შია, ცდი­ლობს კვლავ მი­აღ­წი­ოს თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზიტს, რათა ესო­დენ სა­ჭი­რო ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბი მი­ი­ღოს. ამ მიზ­ნით კი­ე­ვი ყვე­ლა გზას იყე­ნებს - ითხოვს დახ­მა­რე­ბას აშშ-სგან, ევ­რო­კავ­ში­რის­გან, რომ ვა­შინგტონ-ბრი­უ­სელ­მა მოს­კო­ვი აი­ძუ­ლოს ციმ­ბი­რუ­ლი გაზი კვლავ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ა­ტა­როს. უნდა ით­ქვას, რომ კი­ევ­მა ამ მიზ­ნით გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია - აშშ-სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის ჟე­ნე­ვის სა­მიტ­ზე (2021 წლის ივ­ნის­ში) გა­და­წყდა, რომ კრემ­ლი გა­ზის გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბის ექ­სპორ­ტი­სათ­ვის კვლავ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ით ისარ­გებ­ლებს ("ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი-2“-ის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ), მაგ­რამ ზამ­თა­რი ახ­ლოვ­დე­ბა, "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი-2“-ის მშე­ნებ­ლო­ბაც დას­რულ­და, ჯერ­ჯე­რო­ბით კი უკ­რა­ი­ნის მილ­სა­დე­ნე­ბი ცა­რი­ე­ლია, რუ­სუ­ლი გაზი აგ­ვი­ა­ნებს. რა თქმა უნდა, ასე­თი გა­ურ­კვე­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცია უკ­რა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ძა­ლი­ან აშ­ფო­თებს. ეს კი­დევ არა­ფე­რი - პირ­ველ ნო­ემ­ბერს უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კამ რუ­სე­თი­სა­გან კი­დევ ერთი ძლი­ე­რი დარ­ტყმა მი­ი­ღო: მოს­კოვ­მა კი­ევს ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და ქვა­ნახ­ში­რის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყვი­ტა.

  • ..არც ნახ­ში­რი და არც დენი

პა­რა­დოქ­სუ­ლი ფაქ­ტი: სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბოლო დღე­ე­ბამ­დე რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნი­სათ­ვის ქვა­ნახ­ში­რის ძი­რი­თად მიმ­წო­დებ­ლად რჩე­ბო­და (დონ­ბა­სის კი­ე­ვის კონ­ტრო­ლი­დან გას­ვლის შემ­დეგ). ერთი შე­ხედ­ვით, მარ­თლაც პა­რა­დოქ­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა - მტე­რი და ოკუ­პან­ტი რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას პრო­დუქ­ცი­ით ამა­რა­გებს... შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს გა­უკ­ვირ­დეს, მაგ­რამ რუ­სუ­ლი ქვა­ნახ­ში­რის წილ­მა უკ­რა­ი­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში 2021 წლი­სათ­ვის 68%-ს მი­აღ­წია - ნა­ტუ­რა­ლუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბით - 10,3 მი­ლი­ონ ტო­ნას. თუმ­ცა აქვე ვი­ტყვით, რომ ქვა­ნახ­ში­რის მი­წო­დე­ბის შე­წყვე­ტა არ შე­ე­ხე­ბა კოქსვად ნახ­შირს (ანტრა­ციტს), რი­თაც მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნე­ბი მა­რაგ­დე­ბა.

მოკ­ლედ, უკ­რა­ი­ნის თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი (თეს) ქვა­ნახ­ში­რის გა­რე­შე დარ­ჩნენ. თუ არ არის ქვა­ნახ­ში­რი, არ მოხ­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. სლა­ვი­ანსკის თეს-ი უკვე გა­ჩერ­და, ხოლო ტრი­პო­ლის, ზმი­ე­ვის, კრი­ვოი რო­გის, ზა­პო­რო­ჟი­ეს და სხვა ქა­ლა­ქე­ბის თბოე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის სა­წყო­ბებ­ში მხო­ლოდ ათი დღის სამ­ყო­ფი ქვა­ნახ­ში­რი რჩე­ბა. რუ­სე­თი­სათ­ვის უმ­ჯო­ბე­სია ქვა­ნახ­ში­რი ჩი­ნეთს მი­ა­წო­დოს, უფრო ძვი­რად და მის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნად.

thumbnail-tw-20190805111933-5583-38539-1635923103.jpg

რუსი ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, უკ­რა­ი­ნა უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას - კი­ევს არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი არ ეყო­ფა და დიდი რის­კია, რომ ქვე­ყა­ნამ ზამ­თრის გა­სათ­ბო­ბი სე­ზო­ნი ვერ გა­და­ი­ტა­ნოს. თეს-ებში ქვა­ნახ­ში­რის უკ­მა­რი­სო­ბის სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ, რო­გორც ჩანს, უკ­რა­ი­ნას ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი მო­უ­წევს, მაგ­რამ სა­ი­დან? ადრე კი­ევს ელექტრო­ე­ნერ­გია იმა­ვე რუ­სე­თი­დან და ბე­ლა­რუ­სი­დან შეჰ­ქონ­და, ახლა კი... ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­ღე­ბაც პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან წყდე­ბა... ძვე­ლი კონ­ტრაქ­ტი დას­რულ­და, ახა­ლი ჯერ არ და­დე­ბუ­ლა... ახა­ლი კონ­ტრაქ­ტი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია აუქ­ცი­ო­ნის ჩა­ტა­რე­ბა, რუ­სუ­ლი მხა­რე არ ჩქა­რობს, ზამ­თა­რი კი კარ­ზეა მომ­დგა­რი.

რამ­დე­ნად შე­უძ­ლია უკ­რა­ი­ნას სა­ზღვარ­გა­რეთ ქვა­ნახ­ში­რი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ყიდ­ვა?

ამ სა­კი­თხის გა­დაჭ­რა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ევ­რო­პას თა­ვი­სი გა­სა­ჭი­რი აქვს, უშუ­ა­ლო მე­ზო­ბელ­თან - ბე­ლა­რუს­თან კი უკ­რა­ი­ნას ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს მწვა­ვე კრი­ტი­კის გამო. რუ­სულ ქვა­ნახ­შირ­საც ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს - სა­ი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან? ვარ­შა­ვა თვი­თო­ნაც რუ­სუ­ლი ქვა­ნახ­ში­რით საზ­რდო­ობს. მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ანტრა­ცი­ტი კი სა­ერ­თოდ ცო­ტაა, მას ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, სან­თლი­თაც რომ ეძე­ბო, ვერ იყი­დი.

უკ­რა­ი­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ქვეყ­ნის ენერ­გე­ტი­კა­ში შექ­მნილ სიძ­ნე­ლე­ებს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით ხსნი­ან - რუ­სე­თი ცდი­ლობს უკ­რა­ი­ნა ბო­ლომ­დე დაწ­ნე­ხოს მა­ნამ, ვიდ­რე კი­ე­ვი თა­ვის სა­ში­ნაო და სა­გა­რე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის კო­რექ­ტი­რე­ბას არ მო­ახ­დენს ან ვიდ­რე კი­ევ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა. "ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს ნამ­დვილ პო­ლი­ტი­კურ დე­მარშთან რუ­სე­თის მხრი­დან. კრემ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­წა­რე­ბუ­ლია იმით, რომ უკ­რა­ი­ნამ დონ­ბა­სელ სე­პა­რა­ტის­ტებს დრო­ნით (უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტით) - თურ­ქუ­ლი "ბა­ი­რახ­ტრით“ და­არ­ტყა. რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას ელექტრო­ე­ნერ­გი­ას და ქვა­ნახ­შირს აღარ მი­აწ­ვდის“, - დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი.

  • სად არის უკ­რა­ი­ნუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია?

ჩვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბის დიდ ნა­წილს, ალ­ბათ, ახ­სოვთ 1987 წელს ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ავა­რია უკ­რა­ი­ნა­ში (სხვა­თა შო­რის, მის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში ქარ­თვე­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ), მაგ­რამ ჩერ­ნო­ბი­ლის გარ­და, უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი არ­სე­ბობს - ზა­პო­რო­ჟი­ეს აეს - ი (ევ­რო­პა­ში უდი­დე­სი), როვ­ნოს აეს - ი, სამ­ხრეთ უკ­რა­ი­ნის აეს - ი. კი­დევ ერ­თის - ხმელ­ნიც­კის აეს-ის მშე­ნებ­ლო­ბა გა­ყი­ნუ­ლია. და მა­ინც, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის წილი უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კა­ში მხო­ლოდ და­ახ­ლო­ე­ბით 60%-ს აღ­წევს, ანუ ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს მთლი­ა­ნად ვერ ფა­რავს.

არა­და, ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, უც­ნა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია იქ­მნე­ბა - ატო­მურ ელ­სად­გუ­რებს დიდი სიმ­ძლავ­რის რე­ზერ­ვე­ბი აქვთ გე­ნე­რა­ცი­ის სფე­რო­ში. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მათი სრუ­ლი სიმ­ძლავ­რით ამოქ­მე­დე­ბა და ქვეყ­ნის "ელექტრო­ე­ნერ­გი­ით გაბრ­წყი­ნე­ბა“? თა­ნაც იაფი ელექტრო­ე­ნერ­გი­ით, თბო­ლე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ­თან შე­და­რე­ბით.

თურ­მე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი აეს-ების სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ჩარ­თვა არ შე­იძ­ლე­ბა - ასეთ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბი­სას მო­სა­ლოდ­ნე­ლია მათი ავა­რი­უ­ლი გა­მორ­თვა, რაც მძი­მე შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნია. "ვთქვათ და ერთი ბლო­კი გა­მო­ირ­თო - ეს ნიშ­ნავს მი­ნუს 1000 მე­გა­ვატს, რო­მე­ლიც სას­წრა­ფოდ უნდა იქ­ნეს კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­ი­დან? ბლო­კის გა­მორ­თვა დო­მი­ნოს პრინ­ცი­პის შე­დეგს გა­მო­იწ­ვევს. სწო­რედ ამი­ტო­მაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი“, - გან­მარ­ტავს წყა­რო უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­დან.

putin-zelensky-38679-1635923213.jpg

მაგ­რამ არის სხვა მი­ზე­ზე­ბიც, თუ რა­ტომ არ შე­უძ­ლი­ათ უკ­რა­ი­ნის აეს-ებს გე­ნე­რა­ცი­ის მკვეთ­რი გაზ­რდა. ისი­ნი მუდ­მი­ვად ერთი სიმ­ძლავ­რით მუ­შა­ო­ბენ - დღი­სით და ღა­მით, მაგ­რამ დე­ნის მოხ­მა­რე­ბა დღი­სით სხვაა, ღა­მით სხვა. სად წა­ი­ღოს "ზედ­მე­ტი“ ელექტრო­ე­ნერ­გია ატო­მურ­მა სად­გურ­მა? ვერ­სად ვერ წა­ი­ღებს, ვერც გა­ყი­დის, რად­გან ახლო-მახ­ლო მე­ზობ­ლებ­ში არა­ვის ჭირ­დე­ბა. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში უმ­ჯო­ბე­სია ისევ თბოე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი და­იტ­ვირ­თოს ცვა­ლე­ბა­დი გე­ნე­რა­ცი­ით, მაგ­რამ მათ­თვის ქვა­ნახ­ში­რი არ არის... მოკ­ლედ, "მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრე“ იქ­მნე­ბა.

უკ­რა­ი­ნის ატო­მუ­რი ენერ­გე­ტი­კი­სათ­ვის დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვით უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც - ელ­სად­გუ­რე­ბის სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ამუ­შა­ვე­ბა მეტი რა­ო­დე­ნო­ბის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ურა­ნის შე­ძე­ნას სა­ჭი­რო­ებს. "ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვის მო­წო­დე­ბა ძა­ლი­ან რთულ პრო­ცესს წარ­მო­ად­გენს. ამის­თვის დიდი ხნით ადრე უნდა მო­ემ­ზა­დო. ამი­ტო­მაც უკ­რა­ი­ნის "ენერ­გო­ა­ტომს“ არ შე­უძ­ლია დახ­მა­რე­ბის­თვის ამე­რი­კას ან რუ­სეთს, ან სხვა და­სავ­ლელ პარტნი­ორს მი­მარ­თოს - იქ­ნებ ამ ზამ­თრის­თვის ცოტა მეტი მომ­ცე, ვიდ­რე კონ­ტრაქ­ტშია ჩა­წე­რი­ლიო“.

ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, თუ უახ­ლო­ეს ხან­ში უკ­რა­ი­ნის თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის­თვის რუ­სუ­ლი ქვა­ნახ­ში­რის მო­წო­დე­ბის სა­კი­თხი და­დე­ბი­თად არ გა­და­წყდე­ბა, ან იმა­ვე რუ­სე­თი­დან და ბე­ლა­რუ­სი­დან ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი არ მოხ­დე­ბა, უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კას წინ ძა­ლი­ან რთუ­ლი ზამ­თა­რი ელო­დე­ბა, ხოლო უკ­რა­ი­ნელ მომ­ხმა­რებ­ლებს - ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მა­სობ­რი­ვი გა­მორ­თვე­ბის საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე