„ძალიან გამაკვირვეთ „ქართულმა ოცნებამ“ - პირველად ვერ გამოვიცანი რა მოხდებოდა,“- ამის შესახებ კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე „ფრესკოს“ ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს. სოფრომაძე ვიდეოში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და „ქართულ ოცნებასა“ და ციხეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.
„ძალიან გამაკვირვეთ „ქართულმა ოცნებამ“ - პირველად ვერ გამოვიცანი რა მოხდებოდა. მეგონა საერთოდ არცერთ უბანს არ დათმობდით, რაც ხელისუფლებაში მოხვედით იმის შემდეგ ზუსტად ვამბობ რაც მოხდება, რადგან ძალიან ბიზნესურად უდგებით საქმეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, ამიტომ ყველა თქვენი ნაბიჯი გასაგებია ჩემთვის.
მეგონა ყველგან მოიგებდით და არცერთ უბანს არ დათმობდით, მოიგებდით თქვენი მოგებით - მოსყიდვებით და ყველაფერი იმ სიბინძურით, რასაც აკეთებთ. ძალიან გამაკვირვეთ, მაგრამ სამეგრელოსთვის ალბათ, პატარა ძვალი მონახეთ, რომ გადაგეგდოთ და ამით დემოკრატიის თემა შეგენარჩუნებინათ.
ორი გზა გაქვთ. 1-ლი - ზუსტად ვიცი რისი გაკეთებაც გინდათ. იცით, რომ ვერცერთ არჩევნებს ვეღარ მოიგებთ, ამიტომ ახლა დაიწყებთ ტერორს, პოლიტიკოსების და ოპოზიციონერების ციხეში ჩაგდებას, ტელევიზიების დახურვას, გადასახადების გადაუხდელობის გამო, ან გაქვთ მეორე გზა - არჩევნების დანიშვნის.
ჩაატარეთ არჩევნები, ნუ ეთამაშებით ხალხს, არ უნდა მოსახლეობას ჩრდილოეთი. ნუ ეთამაშებით ცეცხლს. საქართველო არაა ბიზნეს კომპანია, თქვენ ბიზნეს ნიჭზეც მე ჩემი წარმოდგენა მაქვს.
ამასთან, მინდა ვთხოვო ქვეყნის მე-3 პრეზიდენტს, შეწყვიტოს შიმშილობა. თქვენ ყველას ყველაფერი დაუმტკიცეთ, მიხარია, რომ ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი კურდღელი არ აღმოჩნდა. შეწყვიტეთ შიმშილობა, ნუ გაახარებთ მტერს,“- აცხადებს სოფრომაძე ვიდეომიმართვაში.