„საახალწლოდ და ზამთარში ფასები 16.7%-ით გაიზრდება“

„ზამთარში ფასები 16.7%-ით გაიზრდება,“ - ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით გაძვირდა:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული 43%-ით.
  • ზეთი და ცხიმი 31.6% - ით.
  • პური და პურპროდუქტები 19.4 % - ით.
  • რძე ყველი და კვერცხი 18.2 % -ით.
  • შაქარი, ჯემი და ტკბილეული 18% - ით.
  • თევზეული 16% - ით.
  • მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელები 13% - ით.
  • ხორცი 11.2 % - ით.
  • ხილი და ყურძენი 9.3 % - ით.
  • ყავა და ჩაი 6.4 % - ით.
  • საშუალოდ მიმდინარე თვეში ჩვენი ყოველდღიური (გასტრო ეკონომიკური) ცხოვრება გაძვირდა 18.7 % - ით.

თუ გავითცალისწინებთ მიმდინარე ინფლაციის დინამიკას და მზარდ ტენდენციას ( აღნიშნული ფასების ზრდა თავიდან ბოლომდე გამოწვეულია ინფლაციით ) ექსტრაპოლაციური დაპროგნოზებით დეკემბერსა და იანვარში აღნიშნულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების ზრდა საშუალოდ 16,7 % - ით მოხდება,“- წერს ოთარ აბესაძე.