სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ბუღალტერთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ბუღალტერთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ორმხრივ დოკუმენტს ხელი „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირეტორმა გოგიტა თოდრაძემ და ბუღალტერთა კავშირის დამფუძნებელმა დირექტორმა ტატიანა ბერიძემ მოაწერეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„საქსტატის“ ხელმძღვანელის განცხადებით, დოკუმენტი მხარეებს შორის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლას შეუწყობს ხელს.

გოგიტა თოდრაძის თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური მზადაა ბუღალტერთა კავშირთან მეთოდოლოგიურ საკითხებზე ითანამშრომლოს და ურთიერთსასარგებლო რეკომენდაციების გაწევის საფუძველზე თემატური სამუშაო შეხვედრები მოაწყოს.

გარდა ამისა ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მემორანდუმის მიზანია მხარეების ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს თემატური ხასიათის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას, კერძოდ, სერტიფიცირებულ ბუღალტერთა სასერტიფიკაციო პროგრამებში სტატისტიკის, როგორც სასწავლო დისციპლინის ჩართვას.