პროგრამაში - "აწარმოე საქართველოში" პარამეტრებში ცვლილებები განხორციელდება

პროგრამაში - "აწარმოე საქართველოში" პარამეტრებში ცვლილებები განხორციელდება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს არსებული ვერსიით, ბანკის მიერ დამტკიცებულ პროექტებში საბანკო ინსტიტუტების მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის 30 პროცენტის გარანტიას დებდა სახელმწიფო.  "მაგალითად თუ ბანკმა მოსთხოვა კომპანიას უზრუნველყოფა, მისი 30 პროცენტის თანაგარანტირებას ახდენდა სახელმწიფო. ახალი პარამეტრების მიხედვით, უკვე მოთხოვნილი უზრუნველყოფის 50 პროცენტის უზრუნველყოფას მოახდენს სახელმწიფო. ეს მთლიანი პარამეტრების და ვალდებულების გაზრდას არ გამოიწვევს, ვინაიდან ზეგანაკვეთები იგივე დარჩება, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ეს იქნება გაცილებით უფრო შეღავათიანი პირობა, რომ ისინი ჩაერთონ პროგრამაში - "აწარმოე საქართველოში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.