პროფესიები, რომლებიც უახლოეს მომავალში გაქრება

პროფესიების "სიკვდილიანობის" ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ტექნოლოგიებისა და ავტომატიზაციის პროცესის განვითარება დაასახელეს

"სკოლსკოვოს" ბიზნეს-სკოლამ და სტრატეგიული ინიციატივების სააგენტომ შეადგინეს იმ პროფესიების ჩამონათვალი, რომელთა საჭიროება უახლოესი ექვსი წლის განმავლობაში აღარ იქნება. პროფესიების "სიკვდილიანობის" ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მათ ტექნოლოგიებისა და ავტომატიზაციის პროცესის განვითარება დაასახელეს. როგორც წესი, პროცესი ამა თუ იმ პროფესიის შესაძლო ავტომატიზაციის ექსპერიმენტებით იწყება და იმ შემთხვევაში, თუკი ტექნოლოგია თავისუფლად შეძლებს ადამიანის ჩანაცვლებას, მაშინ მანქანის მიერ ადამიანის ჩანაცვლების პროცესი წარმატებით განვითარდება.

წარმოგიდგენთ "გაქრობადი" პროფესიების ჩამონათვალს:

1. ნოტარიუსი

2. ტურისტული აგენტი

3. მბურღავი

4. ბიბლიოთეკარი

5. პროვიზორი

6. ქოფირაითერი

7. რიელთორი

8. გამომცდელი

9. სისტემური ადმინისტრატორი

10. სტენოგრაფისტი

11. საბანკო ოპერაციების განმახორციელებელი

12. ანალიტიკოსი

13. მდივანი/რეცეპტიონისტი

14. ლოგისტი/დისპეჩერი

15. ჟურნალისტი