შოვში რეგიონალური მნიშვნელობის კურორტის მშენებლობა იწყება

საქართველოში, კერძოდ შოვში რეგიონალური მნიშვნელობის კურორტის მშენებლობა იწყება. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მოხდა „შოვის მთის კურორტის“ პროექტის წარდგენა და არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა.

შეხვედრის მიზანს პროექტის მასშტაბურობის, უნიკალურობისა და საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და მხარდაჭერა წარმოადგენდა, რაც შოვის ტურისტული შესაძლებლობების სრულად ათვისებასა და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

უნდა აღინიშნოს, რომ შოვი იქნება პირველი მსოფლიო დონის კურორტი საქართველოში, რომლის განვითარების ყველა ეტაპი წინასწარ არის გაწერილი და მთლიანი განაშენიანება ერთიან კონცეფციას დაეფუძნება. მის მშენებლობასა და განვითარებაში ყაზახი ინვესტორი 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმას.

შოვი საერთაშორისო დონის 4-სეზონიანი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი კურორტია, სადაც იქნება სასტუმროების კომპლექსი, რომელიც მოიცავს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ სასტუმროს, 30 პრემიალური კოტეჯს, 3-4 ვარსკვლავიან სასტუმროს, არაპრემიალურ 40 კოტეჯს, მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებს. უზრუნველყოფს ერთდროულად 1,450 დამსვენებლის განთავსებას და მომსახურებას;

გარდა ამისა, მოეწყობა კვების, გართობისა და დასვენების ინფრასტრუქტურა:

  • სპა და ფიტნეს ცენტრები, თანამედროვე სპორტული და აქტიური
  • დასვენების (პარკები, საფეხმავლო და ველოსიპედის მარშრუტები,
  • სპორტული მოედნები და სხვა), სარეკრეაციო, საბავშვო
  • გასართობი ინფრასტრუქტურა, საკონფერენციო დარბაზები

პროქეტი სრულად 2027 წლის დეკემბერში დასრულდება.

ნოდარ სირბილაძე