დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 063 ადამიანი აიცრა.
მათივე ცნობით, 5 ნოემბრის მონაცემებით, სულ ქვეყანაში 1 995 150 აცრაა ჩატარებული. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 044 096 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.7 %. სრულად ვაქცინირებულია 948 507 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.2%.