ქვეყნის მასშტაბით, 624 000 მოსწავლიდან, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა, გუშინ, 9278 მოსწავლის მშობელმა დაწერა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განუცხადეს.
მათივე განმარტებით, 28 ოქტომბერი - 4 ნოემბრის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 5935 მშობელმა გააუქმა.
შეგახსენებთ, რომ ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია.