რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 1192 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 244 447-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 40 735 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რუსეთში ჯამში, ინფიცირების 8 714 595 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 7.5 მილიონზე მეტი პაციენტი, აქედან 28 605- ბოლო 24 საათში. პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.