გრაფიკული პროცესორების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nvidia Corp.-ის საბაზრო ღირებულებამ საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ის კაპიტალიზაციას გაასწრო და ამ მხრივ ამერიკის უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალში მეშვიდე ადგილზე გადავიდა.
Nvidia-ს აქციები ამ დღეებში 2,2%-ით გაიზარდა, ხოლო Berkshire Hathaway-ის - 0,6%-ით. შედეგად კი ჩიპმეიკერი კომპანიის კაპიტალიზაციამ 660 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო ინვესტკომპანიის - 652,4 მლრდ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლის განმავლობაში Nvidia-ს კაპიტალიზაცია ორჯერ არის გაზრდილი, მაშინ როცა Berkshire Hathaway-ის კაპიტალი 40%-ით. ბოლო 10 წელიწადში პირველის აქციების ფასი 7500%-ით გაიზარდა, ხოლო მეორესი 270%-ით - წერს MarketWatch.