1946 წლის 20 მაისს დაბადებულ შერილინ სარგსიანს ბავშვობიდან სურდა გამორჩეული ვარსკვლავი გამხდარიყო. მისმა განსაკუთრებულმა სტილმა და ხმამ მილიონობით თაყვანისმცემელი მყისიერად მიიზიდა. შერი მუსიკის სამყაროში გამორჩეული ვარსკვლავია, რომელმაც საკუთარი სტილი შექმა და დატოვა.
მისი კარიერა სავსე იყო აღმავლობითა და ვარდნით, მაგრამ შერი ყოველთვის ახერხებდა ლიდერად დარჩენას. მისი ხასიათით დაამტკიცა, რომ ცხოვრებაში არ არსებობს რაიმე დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავდა. სწორედ მისი ნიჭითა და შეუპოვარი ხასიათით ლეგენდამ 360 მილიონი დოლარის წმინდა ქონების მოგროვება შეძლო და დიდი ოდენობის თანხის გამომუშავებას დღესაც აგრძელებს.
Sonny & Cher -ის წარმატება
შერის ბედმა გაუღიმა, როდესაც სონი ბონოს შეუერთდა. მათ ერთად შექმნეს Sonny & Cher და საკმაოდ ცნობილი დუეტი შეკრეს. ყველას, ვინც 70-იან წლებში გაიზარდა, შეუძლია დაადასტუროს რომ Sonny & Cher -ს მუსიკალურ ინდუსტრიაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა.
წყვილმა არაერთი ჰიტი შექმნა. მათ მილიონობით დოლარი გამოიმუშავეს.
CNBC -ის ინფორმაციით, 1965-დან 1972 წლამდე დუეტმა 40-მდე ჰიტი ჩაწერა. ამავე დროს, The Sonny & Cher Comedy Hour იყო ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სატელევიზიო შოუ ამერიკაში.
დიდი ოდენობის ვალის დაგროვება
მალე Sonny & Cher -ის წყვილმა რთული პერიოდი გაიარა და მათ საბოლოოდ განქორწინება გადაწყვიტეს. გაყრის დროს ქონების უდიდესი ნაწილი სონის ერგო. The Guardian-ის თანახმად, შერი აცხადებდა, რომ სონიმ ქონების 95% წაიღო, რის გამოც ვარსკვლავის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური იყო. შერის 278 000 აშშ დოლარის ოდენობის ვალი დარჩა...
მომღერალმა ბრძოლა გადაწყვიტა. უფრო მეტი თანხის გამომუშავების მიზნით იმიჯი შეიცვალა და ახალი ჰიტების ჩაწერა განაგრძო. მან ასევე გამოიყენა თავისი სამოდელო ნიჭი და სამოდელო სფეროშიც საკმაოდ მომგებიაი პოზიცია დაიკავა. ძალიან მალე შერი ჩარტებში ისევ პირველ ადგილს იკავებდა.
მან 1984 წელს საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში Silkwood, პირველი ოსკარი მიიღო. ოთხი წლის შემდეგ დაჯილდოვდა საუკეთესო მსახიობი ქალი როლის შესრულებისთვის Moonstrike-ში.
შერმა შემოსავლების დივერსიფიკაცია განაგრძო და მალევე მის ფინანსურ პორტფელს დიეტა და ჯანმრთელობის კომპონენტები დაამატა. წლების განმავლობაში 10 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დიეტური და ჯანმრთელობის პროდუქტები გაყიდა. მომღერალი დღესაც აგრძელებს მნიშვნელოვანი თანხის გამომუშავებას სატელევიზიო გამოსვლებიდან, ჰოსტინგის და მუსიკის გადასახადებიდან.
75 წლის ვარსკვლავის ქონება 2021 წლის მონაცემებით 360 მილიონ დოლარს შეადგენს.