"გალფის" ქსელში საწვავი გაიაფდა

კომპანია "გალფში" საწვავის ყველა პროდუქტზე ფასები 4-6 თეთრით შემცირდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აგვისტოს თვიდან მოყოლებული ფასის კლების ეს უკვე მეათე შემთხვევაა. მათივე ინფორმაციით, ბოლო თვეების მანძილზე გალფის ქსელში საწვავი 42-44 თეთრით გაიაფდა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე "პლაცზე" ფასის კლებამ განაპირობა. მათივე ცნობით, "გალფის" ქსელში საწვავის ყველა პროდუქტზე ფასები 2 ლარს ჩამოცდა. გარდა ამისა, "გალფ კლუბის" წევრებისთვის დაიწყო აქცია, რომლის ფარგლებში თითოეული მათგანი 4-10 თეთრ დამატებით ფასდაკლებას მიიღებს "გალფის" ყველა ტიპის საწვავზე.