სომხეთში კორონავირუსის 2177 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 46 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 46 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6628-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 319 016 პირი დაინფიცირდა, 279 148 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.