აშშ-ში, მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას მინიმუმ 8 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში რეპერ ტრევის სკოტის Astroworld-ის ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას მინიმუმ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ფანები სცენის წინა ნაწილისკენ ჯგუფურად დაიძრნენ, რასაც პანიკა და ჭყლეტა მოჰყვა.

ღონისძიებაზე, რომელსაც 50 000-მდე ადამიანი ესწრებოდა, 300-მდე ადამიანმა სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

მომხდარის გამო ფესტივალის მეორე, დასკვნითი დღე, გადაიდო.