იაპონიაში, ბოლო 15 თვის განმავლობაში პირველად, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

იაპონიაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა, რაც პირველად მოხდა 2020 წლის 2 აგვისტოს შემდეგ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო მინაცემებით, იაპონიაში მოსახლეობის 70%-ზე მეტია ვაქცინირებული.

ქვეყანაში დაინფიცირების შემთხვევებმა პიკს აგვისტოში მიაღწია, რაც „დელტა“ ვარიანტის გავრცელებამ გამოიწვია.

ზამთარში ინფიცირების შემთხვევების შესაძლო მატების პრევენციის მიზნით მთავრობა, მომავალი თვიდან, მოსახლეობის „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს.